пятница, 15 января 2016 г.

რომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Disambig-dark.svgსიტყვას „რომი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ რომი (მრავალმნიშვნელოვანი).
რომი
Roma
ზედა მარცხენა კუთხიდან საათის ისრის მიმართულებით: კოლოსეუმი, ვიტორიო ემანუელე II-ის მონუმენტი, სანტ-ანჯელოს ციხესიმაგრე, ხედი ქალაქის ისტორიულ ცენტრზე, წმინდა პეტრეს ბაზილიკის გუმბათი, ტრევის შადრევანი, რესპუბლიკის მოედანი.
ზედა მარცხენა კუთხიდან საათის ისრის მიმართულებით:კოლოსეუმივიტორიო ემანუელე II-ის მონუმენტი, სანტ-ანჯელოს ციხესიმაგრე, ხედი ქალაქის ისტორიულ ცენტრზე,წმინდა პეტრეს ბაზილიკის გუმბათი, ტრევის შადრევანი, რესპუბლიკის მოედანი.
დროშაგერბი
დროშაგერბი
ქვეყანაიტალიის დროშა იტალია
სტატუსიდედაქალაქი
რეგიონილაციო
კოორდინატები41°54′ ჩ. გ. 12°30′ ა. გ.
ქალაქის მერიიგნასიო მარინო
დაარსდა21 აპრილი, ძვ. წ. 753
ფართობი1 285 კმ²
სიმაღლე20 
მოსახლეობა2 705 603 კაცი (2006)
სიმჭიდროვე2 105,5 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელიUTC+1ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი06
საფოსტო ინდექსი00121 - 00199
ოფიციალური საიტიwww.comune.roma.it
რომი (იტალია)
Red pog.svg
რომი (იტალ. Romaლათ. Rōma) — ქალაქი და სპეციალური კომუნა („Roma Capitale“) იტალიაში. რომი არის იტალიისა და ლაციოს რეგიონის დედაქალაქი. 2,9 მილიონი მცხოვრებით 1 285 კმ²-ზე, იგი, ასევე, არის ქვეყნის უდიდესი და ყველაზე მჭიდროდ დასახლებული კომუნა და მეოთხე უდიდესი ქალაქი ევროკავშირშიქალაქის საზღვრებში არსებული მოსახლეობის მიხედვით. რომის მეტროპოლიაში ცხოვრობს 4,3 მილიონი ადამიანი.[1] ქალაქი მდებარეობს აპენინის ნახევარკუნძულისცენტრალურ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე ტიბრის სანაპიროებზე. ვატიკანი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო რომის საზღვრებში. ეს არის ერთადერთი მაგალითი ქალაქში არსებული სახელმწიფოსი, ამ მიზეზით, რომს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ორი სახელმწიფოს დედაქალაქს.[2][3]
რომის ისტორია 2,5 ათასწლეულზე მეტს მოიცავს. რომაული მითოლოგიის თანახმად, ქალაქი დაარსდა ძვ. წ. 753 წელს, თუმცა იგი ბევრად უფრო ადრე იყო დასახლებული, რის გამოც რომი არის ერთ-ერთი უძველესი მუდმივად დასახლებული ქალაქი ევროპაში.[4] ქალაქის თავდაპირველი მოსახლეობა წარმოადგენდა ლათინების, ეტრუსკებისა და საბინების ნაზავს. საბოლოოდ რომი გახდა, თანმიმდევრულად, რომის სამეფოსრომის რესპუბლიკისა და რომის იმპერიის დედაქალაქი. იგი ითვლება დასავლური ცივილიზაციის ერთ-ერთ აკვნად. რომი მოიხსენიებოდა, როგორც „Roma Aeterna“ (მარადიული ქალაქი)[5] და „Caput Mundi“ (მსოფლიოს დედაქალაქი), ორი ცენტრალური ცნებით ძველ რომაულ კულტურაში.
დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, რაც შუა საუკუნეების დასაწყისად ითვლება, რომი ნელ-ნელა მოექცა პაპის პოლიტიკური გავლენის ქვეშ, რომელიც ქალაქშიI საუკუნეში დასახლდა, სანამ VIII საუკუნეში პაპის ოლქის დედაქალაქად არ იქცა, რაც 1870 წლამდე გაგრძელდა.
რენესანსის პერიოდიდან მოყოლებული, თითქმის ყველა პაპი, დაწყებული ნიკოლოზ V-დან (1422–55 წწ.) ოთხასი წლის განმავლობაში ატარებდა თანმიმდევრულ ქალაქდაგეგმარებით და არქიტექტურულ პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავდა ქალაქის მსოფლიოს მხატვრულ და კულტურულ ცენტრად გადაქცევას.[6] ამის გამო, რომი გახდა უპირველესი იტალიური რენესანსის მთავარ ცენტრებს შორის,[7] ხოლო მოგვიანებით აქვე ჩაისახა ბაროკო. რენესანსისა და ბაროკოს პერიოდების ცნობილმა მხატვრებმა და არქიტექტორებმა რომი თავიანთი მოღვაწეობის ცენტრად აქციეს, რის შედეგადაც მთელ ქალაქში უამრავი შედევრი შეიქმნა. 1871 წელს რომი გახდაიტალიის სამეფოს, ხოლო 1946 წელს იტალიის რესპუბლიკის დედაქალაქი.
რომს გააჩნია გლობალური ქალაქის სტატუსი.[8][9][10] 2011 წელს, იგი იყო მე-18 ყველაზე მეტად მონახულებადი ქალაქი მსოფლიოში, მესამე — ევროპის კავშირში და ყველაზე პოპულარული ტურისტული ობიექტი იტალიაში.[11] რომის ისტორიული ცენტრი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.[12] ვატიკანის მუზეუმებისა და კოლოსეუმის მსგავსი ძეგლები და მუზეუმები მსოფლიოს ყველაზე მონახულებად ტურისტულ ობიექტთა შორისაა, რომლებიც წელიწადში მილიონობით ვიზიტორს ღებულობენ. რომმა უმასპინძლა 1960 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს. ქალაქში, ასევე, მდებარეობს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) შტაბ-ბინა.

სექციების სია

  [დამალვა

ეტიმოლოგია[რედაქტირება]

ქალაქის დაარსების ძველი რომაული მითის მიხედვით,[13] არსებობს სახელი „რომის“ წარმოშობის ხანგრძლივი ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ის მომდინარეობს რომის დამაარსებლისა და პირველი მეფის, რომულუსისსახელიდან.[14] თუმცა, უფრო სავარაუდოა, რომ თავად სახელი რომულუსი მომდინარეობს რომიდან. ჯერ კიდევ მე-4 საუკუნეში არსებობდა ალტერნატიური თეორიები სახელ რომის წარმოშობის შესახებ. არსებობს სახელის წარმოშობის რამდენიმე ჰიპოთეზა, რომლებიც აქცენტს მის გაურკვეველ ენობრივ ფესვებზე აკეთებენ:[15]
  • მდინარე ტიბრის ანტიკური სახელის — რუმონის ან რუმენისაგან, რომელსაც აქვს იგივე ძირი რაც ბერძნულ ზმნა ῥέω-სა და ლათინურ ზმნა ruo-ს, რომელთაგან ორივე „დენა“-ს ნიშნავს.[16]
  • ეტრუსკული სიტყვა რუმა-საგან (ruma), რომლის ძირი არის რუმ (rum) — „საწოვარა“, რომელიც, შესაძლოა, უკავშირდებოდეს ძუ მგელს, რომელმაც ძმები — რომულუსი და რემუსი გამოკვება ან პალატინისა და ავენტინის ბორცვების ფორმას.
  • ბერძნული სიტყვა „რჰომე“-საგან (ῤώμη), რაც ძალას ნიშნავს.[კ 1]

ისტორია[რედაქტირება]

უძველესი ისტორია[რედაქტირება]

არსებობს არქეოლოგიური მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ადამიანი რომის ტერიტორიაზე დაახლოებით 14 000 წლის წინ დასახლდა, მაგრამ ბევრად ახალგაზრდა ნარჩენების მკვრივი ფენა ბუნდოვანს ხდის პალეოლითურ და ნეოლითურ ფენებს.[4] ქვის ხელსაწყო-იარაღები და ჭურჭელი ადასტურებს ადამიანის 10 000 წლიან ცხოვრებას რომის ტერიტორიაზე. რამდენიმე არქეოლოგიური გათხრა ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ რომი პალატინის ბორცვზე არსებული სოფლის ტიპის დასახლებიდან განვითარდა, მომავალი რომის ფორუმის ზედა ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი არქეოლოგი ამტკიცებს, რომ რომი ნამდვილად დაარსდა ძვ. წ. VIII საუკუნის შუა ხანებში (ქალაქის დაარსების ტრადიციული თარიღი), რომის დაარსების თარიღი მაინც დაპირისპირების საკითხს წარმოადგენს.[17]

რომის დაარსების ლეგენდა[რედაქტირება]

Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : რომის დაარსება.
რომის დაარსების ტრადიციული ისტორია წარმოადგენს ალბათ ყველაზე ცნობილ ძველრომაულ მითს ტყუპ ძმებზე, რომულუსსა და რემუსზე, რომლებიც ძუ მგელმა გაზარდა.[13]ძმებმა ქალაქის აშენება გადაწყვიტეს, თუმცა უთანხმოების შემდეგ რომულუსმა მოკლა რემუსი. რომაელი ისტორიკოსების მიხედვით, ეს მოხდა ძვ. წ. 753 წლის 21 აპრილს.[18]
ეს ლეგენდა შეჯერებული უნდა იყოს ორმაგი ტრადიციით, რომლის მიხედვითაც, ტროელი ლტოლვილი ენეასი გაიქცა იტალიაში და გახდა რომაელთა ხაზის დამაარსებელი მისი ვაჟის, იულიუს-კლავდიუსების სეხნიის, იულიუსის მეშვეობით.[19] აღნიშნულ ტრადიციას გადმოგვცემს პირველი საუკუნის რომაელი პოეტი ვერგილიუსი.

მონარქია, რესპუბლიკა, იმპერია[რედაქტირება]

რომულუსის მიერ ქალაქის ლეგენდარული დაარსების შემდეგ,[18] რომი 244 წლის განმავლობაში მონარქიული სისტემით იმართებოდა, თავდაპირველად, ლათინური და საბინურიწარმოშობის, მოგვიანებით კი ეტრუსკი მეფეების მიერ. ტრადიციული გადმოცემით, რომს სულ შვიდი მეფე მართავდა: რომულუსი, ნუმა პომპილიუსიტულიუს ჰოსტილიუსიანკუს მარციუსილუციუს პრისკუს ტარკვინიუსისერვიუს ტულიუსი და ლუციუს სუპერბუს ტარკვინიუსი.[18]
ძვ. წ. 509 წელს რომაელებმა ქალაქიდან გააძევეს უკანასკნელი მეფე და დაამყარეს ოლიგარქიული რესპუბლიკა. ამის შემდეგ, რომისათვის დაიწყო პერიოდი, რომელიც ხასიათდება შიდა დაპირისპირებით პატრიციებსა(არისტოკრატია) და პლებსს (მცირე მიწათმფლობელები) შორის და მუდმივი ომით ცენტრალური იტალიის ხალხების, ეტრუსკებისლათინებისვოლსკების, ეკვიების წინააღმდეგ.[20] ლაციაში გაბატონების შემდეგ რომმა რამდენიმე ომი გადაიხადა (გალების, ოსკი-სამნიტებისა და ბერძნული კოლონია ტარანტოს წინააღმდეგ, რომლებშიც მისი მოკავშირე იყო ეპიროსის მეფე პიროსი), რის შედეგადაც დაიპყრო აპენინის ნახევარკუნძულიცენტრალური ნაწილიდან დიდ საბერძნეთამდე.[21]
დაარსებიდან ძვ. წ. 386 წლამდე რომი აუღებელი იყო, სანამ ქალაქში კელტები არ შევიდნენ, თუმცა ამავე წლის დამლევს რომაელებმა არა მხოლოდ განდევნეს ისინი, არამედ დაიპყრეს კიდეც.
ძვ. წ. III და II საუკუნეებში, ქალაქ კართაგენის წინააღმდეგ წარმოებული სამი პუნიკური ომისა (ძვ. წ. 264-146) და მაკედონიასთან გადახდილი ოთხი მაკედონური ომის (ძვ. წ. 215-148) შედეგად, რომმა ხმელთაშუა ზღვასადა აღმოსავლეთზე სრული ჰეგემონია მოიპოვა.[22] ამის შემდეგ შეიქმნა პირველი რომაული პროვინციებისიცილიაკორსიკა და სარდინია, ესპანეთი, მაკედონიასაბერძნეთი (აქაია)აფრიკა.[23]
რომი გვიან ანტიკურ ხანაში.
ძვ. წ. II საუკუნის დასაწყისიდან, ძალაუფლების მოსაპოვებლად ერთმანეთს დაუპირისპირდა არისტოკრატთა ორი ჯგუფი: ოპტიმატები, რომლებიც სენატის კონსერვატიულ ნაწილს წარმოადგენდნენ და პოპულარები, რომლებიც ქალაქის მოსახლეობას ეყრდნობოდნენ. ამავე პერიოდში, მცირე მიწათმოქმედთა გაკოტრებამ და მონათა დიდი მასის ჩამოყალიბებამ გამოიწვია ხალხის დიდი ნაკადის მიგრაცია ქალაქში. გამუდმებული ომის პირობებში აუცილებელი გახდა პროფესიული არმიის არსებობა, რომელიც მისი მეთაურების მიმართ უფრო ერთგული იქნებოდა, ვიდრე რესპუბლიკის მიმართ. ამის გამო, ძვ. წ. II საუკუნის მეორე ნახევარსა და ძვ. წ. I საუკუნეში რომი გახდა როგორც საგარეო, ისე სამოქალაქო ომების მომსწრე: ტიბერიუს და გაიუს გრაკქუსების მიერ სოციალური რეფორმის გატარების წარუმატებელი მცდელობისა[24] და იუგურთას წინააღმდეგ წარმოებული ომის შემდეგ,[24]მიმდინარეობდა პირველი სამოქალაქო ომი გაიუს მარიუსსა და სულას შორის,[24] რასაც მოჰყვა მონათა აჯანყება სპარტაკის მეთაურობით[25] და პირველი ტრიუმვირატისჩამოყალიბება კეისრისპომპეუსისა და კრასუსის შემადგენლობით.[25]
გალიის დაპყრობის შემდეგ მნიშვნელოვნად ამაღლდა კეისრის რეიტინგი, რომელიც დაუპირისპირდა პომპეუსსა და სენატს მეორე სამოქალაქო ომში, რომელში გამარჯვების შემდეგაც იგი სამუდამო დიქტატორი გახდა.[25] კეისრის მკვლელობის შემდეგ შეიქმნა მეორე ტრიუმვირატი ოქტავიანეს (კეისრის დისშვილი და მემკვიდრე), ანტონიუსისა და ლეპიდუსის შემადგენლობით, რაც, საბოლოოდ, დასრულდა სამოქალაქო ომით ანტონიუსსა და ოქტავიანეს შორის.[26] ძვ. წ. 27 წელს ეს უკანასკნელი გახდა პრინცეპს ცივიტატისი (princeps civitatis) და მიიღო ავგუსტუსის ტიტული, რითაც გახდა პრინციპატის (დიარქია პრინცეპსსა და სენატს შორის) დამაარსებელი.[26] შეიქმნა დე-ფაქტო იმპერია, რომელმაც უდიდეს საზღვრებს II საუკუნეში, იმპერატორ ტრაიანეს დროს მიაღწია. რომი მოიხსენიებოდა, როგორც კაპუტ მუნდი (caput Mundi) — მსოფლიოს დედაქალაქი, ფრაზით, რომელიც ჯერ კიდევ რესპუბლიკის პერიოდში არსებობდა. იმპერიის არსებობის პირველი ორი საუკუნის განმავლობაში, რომს, ოქტავიანე ავგუსტუსის შემდეგ, მართავდნენ იულიუს-კლავდიუსების,[27] ფლავიუსებისა (მათ დროს აიგო გრანდიოზული ამფითეატრი, რომელიცკოლოსეუმის სახელითაა ცნობილი)[27] და ანტონინუსების დინასტიების წარმომადგენლები.[28] ეს პერიოდი, ასევე, ხასიათდება ქრისტიანული რელიგიის გავრცელებით, რომელიც იესო ქრისტემ იქადაგა იუდეაში პირველი საუკუნის პირველ ნახევარში (ტიბერიუსის მმართველობისას), ხოლო შემდეგ მისმა მოწაფეებმა გაავრცელეს იმპერიაში.[29] ანტონინუსების დინასტიის მმართველობის პერიოდი ითვლება იმპერიის ძლიერებისა და აყვავების მწვერვალად, როდესაც მისი ტერიტორია გადაჭიმული იყო ატლანტის ოკეანიდან ევფრატამდე და ბრიტანეთის ჩრდილო-ცენტრალური ნაწილიდან ეგვიპტემდე.[28]
რომის იმპერია მის მაქსიმალურ საზღვრებში, როდესაც იგი აკონტროლებდა, დაახლოებით, 6,5 მილიონ კვადრატულ კილომეტრს.[30]
III საუკუნეში, ანტონინუსების დინასტიის მმართველობის დასრულების შემდეგ, სევერუსებმა პრინციპატი სამხედრო ხელისუფლებით ჩაანაცვლეს, რასაც მალევე მოჰყვა სამხედრო ანარქიით გამოწვეული დესტაბილიზაციის პერიოდი. ამავდროულად, გაუარესდა ეკონომიკური მდგომარეობა, გაიზარდა ინფლაცია, ხოლო რომის ისტორიულმა მტრებმა,გერმანელებმა დასავლეთით და სპარსეთის იმპერიამ აღმოსავლეთით, იმპერიის საზღვრებზე ზეწოლა გააგრძელეს.[31]
იმპერატორი დიოკლეტიანე (284-305 წწ.) ებრძოდა ეკონომიკურ და სამხედრო პრობლემებს დომინატის, აბსოლუტური მონარქიის, შემოღებით, სადაც იმპერატორი გაღმერთებული იყო, ფასებზე კონტროლის დაწესებითა და ადმინისტრაციის დეცენტრალიზაციით: იმპერია დაყო თორმეტ დიოცეზად, რომლის აღმოსავლეთ ნაწილსაც თავად მართავდა ავგუსტუსის ტიტულით (რეზიდენციით ნიკომედიაში), ხოლო დასავლეთ ნაწილს მართავდა მაქსიმიანე ავგუსტუსი, რომლის დედაქალაქიც მედიოლანუმში იქნა გადატანილი.[31]მემკვიდრეობის საკითხი რეგულირდებოდა ტეტრარქიის სისტემით: თითოეულ ავგუსტუსს, ფაქტობრივად, უნდა დაენიშნა უმცროსი იმპერატორი კეისრის ტიტულით, რომელსაც უნდა ემართა იმპერიის ტერიტორიის ნაწილი თავისი ავგუსტუსის სახელით და რომელიც, საბოლოოდ, უნდა გამხდარიყო ახალი იმპერატორი.[31]
დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს გადადგომისა (305 წ.) და მრავალი დინასტიური ბრძოლის შემდეგ არსებულმა სისტემამ კრახი განიცადა. ახალმა მმართველმა, კონსტანტინემ, ხელახლა მოახდინა ძალაუფლების ცენტრალიზება, 313 წლის მილანის ედიქტით ქრისტიანებს აღმსარებლობის თავისუფლება მიანიჭა და ახალი რელიგიის სტაბილურობის დაცვის პირობა დადო. ააგო რამდენიმე ტაძარი და რომის სამოქალაქო ხელისუფლება პაპ სილვესტერ I-ს გადასცა, თავად კი იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში დააარსა ახალი დედაქალაქი,კონსტანტინოპოლი.[32]
ქრისტიანობა იმპერიის ოფიციალურ რელიგიად იმპერატორ თეოდოსიუსის მიერ 380 წელს თესალონიკის ედიქტის გამოცემის შემდეგ გამოცხადდა. თეოდოსიუსი იყო ერთიანი იმპერიის უკანასკნელი იმპერატორი, რომლის გარდაცვალების შემდეგაც (395 წ.), მისმა შვილებმა, არკადიუსმა და ჰონორიუსმა იმპერია გაიყვეს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად. დასავლეთ რომის იმპერიის დედაქალაქი გახდა რავენა.[32]
რომი, რომელმაც დაკარგა თავისი ცენტრალური როლი იმპერიის ადმინისტრაციაში, 410 წელს, ალარიხ I-ის მეთაურებით, ვესტგუთებმა აიღეს და გაძარცვეს.[33] გაღატაკებული და მოსახლეობისაგან დაცლილი ქალაქი 455 წელს ვანდალებმა ააოხრეს მეფე გაიზერიხის მეთაურობით.[34] მეხუთე საუკუნის სუსტ იმპერატორებს იმპერიის რეგრესის შეჩერება არ შეეძლოთ. 476 წლის 22 აგვისტოს უკანასკნელი იმპერატორის, რომულუს ავგუსტულუსის დამხობა მიიჩნევა დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის თარიღად და მრავალი ისტორიკოსისათვის შუა საუკუნეების დასაწყისად.[32]

შუა საუკუნეები[რედაქტირება]

XV საუკუნის მინიატურა, სადაც 410 წლის რომის რბევაა გამოსახული.
რომის ეპისკოპოსი, რომელსაც პაპს უწოდებენ, მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ქრისტიანობის ადრეული პერიოდიდანვე, რადგან ქრისტეს ორი მოციქული — პეტრე და პავლე სწორედ რომში აწამეს. რომის ეპისკოპოსები ითვლებოდნენ (კათოლიკეები დღესაც თვლიან) წმინდა პეტრეს, როგორც რომის პირველი ეპისკოპოსის მემკვიდრეებად. ქალაქი კათოლიკური ეკლესიის მზარდი მნიშვნელობის ცენტრი გახდა. 476 წელს, დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, რომი, თავდაპირველად, ოდოაკრის კონტროლის ქვეშ მოექცა, შემდეგ კიოსტგუთების სამეფოს ნაწილი გახდა, სანამ აღმოსავლეთ რომის იმპერიამ არ აღიდგინა კონტროლი ქალაქზე გოთური ომების შემდეგ, რამაც რომის აოხრება გამოიწვია. მისი მოსახლეობა მილიონზე მეტიდან (210 წ.) 500 000-მდე (273 წ.),[35] ხოლო გოთური ომების შემდეგ 35 000-მდე შემცირდა.[36] უზარმაზარი ქალაქი ნანგრევების, ვენახების, მცენარეებისა და ბაზრების დიდ ტერიტორიებს შორის მოქცეულ მაცხოვრებელთა სახლების მცირე ჯგუფებად იქცა.[37]
ლანგობარდების იტალიაში შეჭრის შემდეგ, ქალაქი ნომინალურად ბიზანტიას ეკუთვნოდა, თუმცა, რეალურად, პაპები ატარებდნენ პოლიტიკას, რომელიც ბიზანტიას, ფრანკებსა და ლანგობარდებს შორის წონასწორობის შენარჩუნებას გულისხმობდა.[38] 729 წელს, ლანგობარდთა მეფე ლიუტპრანდმა, ეკლესიას ჩრდილოეთ ლაციუმში მდებარე ქალაქი სუტრი გადასცა, რის შემდეგაც დაიწყო ეკლესიის ძლიერების აღმავლობა.[38] 756 წელს პიპინ მოკლემ, ლანგობარდების დამარცხების შემდეგ, პაპს მიანიჭა დროებითი იურისდიქცია რომის საჰერცოგოსა და რავენის საეგზარქოსოზე, რის შედეგადაც შეიქმნა პაპის ოლქი.[38] ამ პერიოდის შემდეგ, ქალაქში ძალაუფლების მოპოვებას სამი ძალა ცდილობდა: პაპი, წარჩინებულები სამხედრო მეთაურებთან, მოსამართლეებთან, სენატსა და მოსახლეობასთან ერთად და ფრანკთა მეფე, როგორც ლანგობარდების მეფე, პატრიციუსი და იმპერატორი.[38] ეს სამი პოლიტიკური ძალა (თეოკრატიული, რესპუბლიკური და იმპერიული) წარმოადგენდა უმთავრეს მოთამაშეს რომის ცხოვრებაში მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში.[38]800 წლის შობის ღამეს, პაპმა ლეო III-მ კარლოს დიდი საღვთო რომის იმპერიის პირველ იმპერატორად აკურთხა. ამ დროს რომმა პირველად უმასპინძლა ორ ძლას, რომელთა დაპირისპირებაც საყოველთაო ძალაუფლებისათვის მთელი შუა საუკუნეების პერიოდის განმავლობაში უწყვეტად გრძელდებოდა.[38]
კარლოს დიდის კორონაცია წმინდა პეტრეს ძველ ბაზილიკაში 800 წლის 25 დეკემბერს.
846 წელს მაჰმადიანმა არაბებმა წარუმატებლად სცადეს ქალაქში შეჭრა, თუმცა წმინდა პეტრესა და პავლეს ბაზილიკების გაძარცვა მაინც მოახერხეს, რადგან ორივე მათგანი ქალაქის კედლებს გარეთ მდებარეობდა.[39] კაროლინგების დასუსტების შემდეგ, რომი ფეოდალურმა ანარქიამ მოიცვა: რამდენიმე წარჩინებული ოჯახი იბრძოდა პაპის, იმპერატორისა და ერთმანეთის წინააღმდეგ. ეს პერიოდი ხელსაყრელი იყო თეოდორასა და მისი ქალიშვილი მაროზიასათვის, რომლებიც რამდენიმე პაპის საყვარლები და დედები იყვნენ და ასევე, კრესცენტიუსისათვის, ძლევამოსილი ფეოდალისათვის, რომელიც იბრძოდა იმპერატორ ოტო II-ისა და ოტო III-ის წინააღმდეგ.[40] ამ პერიოდის სკანდალებმა აიძულა პაპიზმი საკუთარი თავის რეფორმირებისათვის: პაპის არჩევის უფლება კარდინალებს გადაეცათ, ასევე, სცადეს სამღვდელოების რეფორმის გატარება, თუმცა ამ გარდაქმნების მამოძრავებელმა ძალამ — ბერმა ჰილდებრანდ სოვანელმა გრიგოლ VII-ის სახელთ პაპად არჩევის შემდეგ აქტიურად დაიწყო იმპერატორ ჰაინრიხ IV-სთან ბრძოლა საეკლესიო ინვესტიტურის უფლებისათვის.[40] ამ პერიოდში რომი აიღეს და გადაწვეს ნორმანებმა რობერტ გვიზარდის მეთაურობით, რომელსაც იმპერატორის მიერ სანტ-ანჯელოს ციხესიმაგრეში ალყაში მოქცეულმა პაპმა მიმართა დახმარებისათვის.[40]
XII საუკუნეში რომს დამოუკიდებლად მართავდა სენატორი ან პატრიციო. ეს ადმინისტრაცია, იტალიის მრავალი სხვა ქალაქის მსგავსად, ჩამოყალიბდა კომუნად, სოციალური ორგანიზაციის ახალ ფორმად, რომელიც ახალი, შეძლებული, კლასების ინტერესებს გამოხატავდა.[40] პაპმა ლუციუს II-მ დაიწყო ბრძოლა რომის კომუნის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა გააგრძელა მისმა მემკვიდრემ — ევგენი III-მ. მაშინ, კომუნამ, რომელმაც კავშირი შეკრა წარჩინებულებთან, მხარი დაუჭირა არნალდო და ბრესციას, ბერს, რომელიც იყო რელიგიური და სოციალური რეფორმატორი.[41] პაპის გარდაცვალების შემდეგ, არნალდო დააპატიმრეს ადრიანე IV-ის ბრძანებით, რომელიც რომის კომუნის ავტონომიის გამაუქმებლად ითვლება.[41] პაპ ინოკენტი III-ის მმართველობისას, რომლის დროსაც პაპიზმმა თავისი ძლიერების პიკს მიაღწია, კომუნამ გააუქმა სენატი და ის სენატორით ჩაანაცვლა, რომელიც პაპს ექვემდებარებოდა.[41]
ამ პერიოდში, პაპიზმი თამაშობდა მნიშვნელოვან საერო მნიშვნელობის როლს დასავლეთ ევროპაში, ხშირად გამოდიოდა არბიტრის როლში ქრისტიან მონარქებს შორის და ახორციელებდა დამატებით პოლიტიკურ ძალაუფლებას.[42][43][კ 2]
1266 წელს, შარლ ანჟუელი, რომელიც პაპის სახელით ჰოენშტაუფენებს ებრძოდა, სენატორად დაინიშნა. შარლმა დააარსა საპიენცა, რომის უნივერსიტეტი.[41] ამ პერიოდში გარდაიცვალა პაპი და კარდინალები, რომლებიც ვიტებროში იყვნენ შეკრებილები, მის შემცვლელზე ვერ შეთანხმდნენ. ამან ქალაქის მოსახელობის გაღიზიანება გამოიწვია. მათ სახურავი გადახადეს შენობას, სადაც მიმდინარეობდა შეკრება და დააპატიმრეს კარდინალები სანამ მათ ახალი პაპი არ აირჩიეს. ეს მოვლენები კონკლავის დაარსების თარიღად მიიჩნევა.[41] ამავე პერიოდში რომი მნიშვნელოვნად დაზიანდა წარჩინებულ ოჯახებს: ანიბალდის, კაეტანის, კოლონას, ორსინისა და კონტის შორის მიმდინარე უწყვეტი ბრძოლების შედეგად. ეს ოჯახები, რომელთაც თავიანთი ციხესიმაგრეები უძველეს რომაულ ნაგებობებზე ააშენეს, ერთმანეთს პაპობის გასაკონტროლებლად ებრძოდნენ.[41]
პაპი ბონიფაციუს VIII იყო უკანასკნელი პაპი, რომელიც ეკლესიის საყოველთაო ძალაუფლებისათვის იბრძოდა. 1300 წელს შემოიღო საუკუნეების დამდეგის აღმნიშვნელი საიუბილეო წლების დღესასწაული, რის გამოც რომში მილიონობით პილიგრიმი ჩავიდა.[41] ბონიფაციუს VIII დამარცხდა საფრანგეთის მეფე ფილიპ IV ლამაზთან კონფლიქტში, რომელმაც იგი ტყვედ წაიყვანა ავინიონში.[41] ამის შემდეგ აირჩიეს ახალი, საფრანგეთის ერთგული პაპი, ხოლო პაპის ტახტი რომიდან ავინიონში იქნა გადატანილი (1309–1377 წწ. იხ. პაპების ავინიონის ტყვეობა).[44] ამ პერიოდის განმავლობაში, რომის მნიშვნელობა დაკნინდა, სანამ ძალაუფლება კოლა დი რიენცოს ხელში არ აღმოჩნდა.[44] იდეალისტი და ანტიკურ რომზე შეყვარებული კოლა რომის იმპერიის აღორძინებაზე ოცნებობდა, თუმცა სახალხო ტრიბუნის ტიტულის მიღების შემდეგ მისი რეფორმები მოსახლეობამ არ მიიღო. საბოლოოდ იგი რომის მაცხოვრებლებმა მოკლეს. 1377 წელს პაპმა გრიგოლ XI-მ პაპის ტახტი კვლავ რომში გადმოიტანა, რის შემდეგაც ქალაქი კვლავ გახდა კათოლიკური ეკლესიის ცენტრი.[44] პაპის რომში დაბრუნებას მოჰყვა დიდი განხეთქილება (1378-1417 წწ.). მომდევნო ორმოცი წლის განმავლობაში, ქალაქი იქცა ბრძოლების ასპარეზად, რომელმაც დაანაწევრა ეკლესია და მნიშვნელოვნად შეარყია მისი ავტორიტეტი.[44]





Комментариев нет:

Отправить комментарий