четверг, 14 января 2016 г.



აგორაფობია

1

რა არის აგორაფობია? სანამ ამ კითხვას ვუპასუხებ მოდით გავიგოთ რა ნიშნავს ზოგადად ფობია.ფობია რაიმე სიტუაციის, ობიექტის, საქმიანობისა ან ადამიანის (ან ცხოველის) მიმართ ძლიერი, პანიკური შიში. აგორაფობია  არის შიში გახსნილი სივრცის მიმართ.
აგორაფობიით შეპყრობილი ხალხი განიცდის შიშს დიდ მოედნებში, ცარიელ ქუჩებში, ან გახსნილ მდელოში. გახსნილი სივრცის გარდა, აგორაფობიკებს ასევე ეშინიათ ხალხმარავალი ადგილების. თვით სიტყვა აგორას (ბერძნ. αγορά) პირველი მნიშვნელობაა ბაზარი, რაც ხალხმრავლობასთან იყო გაიგივებული. ეს ხალხი უსაფრთხოდ თავს მარტო შენობაში გრძნობენ, სადაც სრულიად მარტო ან ცოტა ხალხი არის. ყოველგვარი საზოგადოებრივი ადგილები მათ აშინებთ, ისინი მარტო მოგზაურობასაც ვერ ახერხებენ ამ შიშის გამო.

 2
რა იწვევს აგორაფობიას?  აგორაფობიას ფსიქოგენური წარმოშბა აქვს და ვითარდება კარგად განვითარებული წარმოსახვითი უნარის მქონე ადამიანებში, ყველაზე ხშირად ამ კატეგორიაში ხვდებიან ქალები. ანალიტიკური გაგებით შიში დაკავშირებულია აგრესიის ან ბრალდების საშიშროებასთან.
თანამედროვე ფსიქიატრების განმარტებით, ფობია არის შიშის ირაციონალური ეტაპი. ის აღმოცენდება არაფრისგან, ცარიელ ადგილას ყოველგვარი ნებისა და ხილული მიზეზის გარეშე. ასევე მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს :
ნერვლი აშლილობა;
სტრესი;
ბავშვობაში განცდილი ტრამვა;
ფანტაზია;
უსიამოვნო მოგონება;
გენეტიკა:

3
როგორ დავსვათ აგორაფობიის დიაგნოზი?
პაციენტმა ქვემოთ ჩამოთვლილ კითხვებს უნდა უპასუხოს ,,დიახ,’’ ან ,,არა.’’
-ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სიტუაცია იწვევს შეშფოთებას და გაღიზიანებას თქვენში?
  • სახლის დატოვება;
  • გრძელ რიგში დგომა;
  • მეტროში, მიწისქვეშა გადასასვლელში ჩასვლა;
  • სახლში მარტო დარჩენა;
  • ღია, გაშლილ ტერიტორიაზე, პარკში ან მდელოზე ყოფნა;
  • ბევრ ადამიანთან ერთად ყოფნა.


 4
აგროფობიის გავრცელება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ჩვენი პლანეტის მოსახლეობის 10% - ფობიის სხვა და სხვა ფორმა გააჩნია. ფობიებს შორის პირველობას არავის უთმობს აგორაფობია. ამ დაავადებით მილიონობით ადამიანი იტანჯება. აგორაფობიის თავისებური სენით იყო შეპყრობილი რუსეთის მეფე პეტრე პირველი, ამიტომაც მისი სიმაღლის მიუხედავად მეფის ყველა რეზიდენცია მცირე ზომის, დაბალჭერიანი იყო და პატარა ოთახებად იყოფოდა, ჰოლანდიაში ყოფნის დროს კი საერთოთ კარადაში ეძინა.
ცნობილია, რომ აგორაფობია კინო მსახიობ კიმ ბეისინჯერსაც სჭირს. ის ცდილობს საკუთარი შიშების კონტროლირებას, მაგრამ ზოგჯერ მაინც გაუმართლებელ პანიკაში ვარდება. მაგალითად, ამ შიშების გამო, თეთრ სახლში გამართული მიღების დროს მას დიდი ნებისყოფა დასჭირდა, რომ მსვლელობის განმავლობაში სახეზე როგორმე შეენარჩუნებინა ღიმილის მაგვარი გამომეტყველება.

5
მკურნალობის გზა
აგორაფობია ერთადერთია, რომელიც რეგულარულ მკურნალობას მოითხოვს. მკურნალობის რეკომენდებული მეთოდია მედიკამენტური თერაპიის (ინდივიდუალურად შერჩეული და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ) შერწყმა ფსიქოთერაპიასთან, რომელიც ადამიანს შიშის არსის, მისი მიზეზების გარკვევაში დაეხმარება. ასევე მკურნაობის გზა არი ფსიქოთერაპიული მეთოდები: ბიჰევიორული მეთოდები, ჰიპნოზი ერიქსონის მეთოდით, გეშტალტთერაპია.
 ბევრი, იმის გამო, რომ ესმის თავისი ქცევის უაზრობა, სირცხვილის გრძნობას განიცდის და მალავს თავის განცდებს. უმეტესობა ექიმს მხოლოდ მაშინ მიმართავს, როცა თავისი მდგომარეობის ატანა და დამალვა უკვე აღარ შეუძლია. ამით ისინი საკუთარ მდგომარეობას იუარესებენ. საკუთარი თავის დახმარება სირცხვილი არ არის, ამიტომ ჩემი კეთილი ნებაა გირჩიოთ ვიყოთ უფრო მეტად თამამები და არ შეგვრცხვეს საკუთარი შიშების <3








1 комментарий: